Friday, June 7, 2019

სოციალური პროექტი



სოციალური პროექტი
პროექტის ხელმძღვანელები: ჟანა სიმონია
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა.
რეგიონი:გურია
სკოლა:სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა
ქალაქი:ოზურგეთი
       ი.
თემის დასახელება.

პროექტის სახელწოდება:“ჯანსაღი საზოგადოება ნათელი მომავალია“.

დონე /კლასი
საშუალო მე-10 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი თვე-1.03      27.04 2018 წ.
აზროვნების ზედა დონის უნარები
თანამშრომლობა, დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პროებლემა /პროექტის აქტუალურობა.
დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება.მათ უჩნდებათ სურვილი დაიმკვიდრონ თავი საჭირო გარშემოში, არსებულ სივრცეში.თუმცა,ხშირად ისინი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ერვებიან სხვადასხვა არასასიამოვნო ამბებში. უჭირთ გარჩევა კარგისა და ცუდისა, ამიტომ იმატა დანაშაულებრივმა ქმედებებმა.ხდება კანონის უგულვებელყობა.გაჩნდა ტენდენცია „ქუჩის“ სიყვარულისა.მოზარდები ხდებიან სხვა ადამიანებისა თუ თანატოლთა ზეგავლენის ქვეშ.ხან გაცნობიერებულად,ხანაც გაუცნობიერებლად.მათ ხშირ შემთხვევაში არ იციან, როგორ დაიცვან თავი , რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობისგან, ბრბოს ზეგავლენისგან  თავი დასაცავად.

პროექტის მიზნები.

მოკლევადიანი მიზანი - მოსწავლეთათვის სამუშაო პირობების შექმნა,შესწავლილი მასალის გახსენება,წინარე ცოდნის გამოყენება.

გრძელვადიანი მიზანი :მოსწავლეებმა ისწავლონ წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ცხოვრებასთან დაკავშირება.
ინფორმაციის მოძიება ტექნოლოგიების გამოყენებით
ითანამშრომლონ თანატოლებთან,საზოგადოების წევრებთან.
ისწავლონ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბა და განუვითარდეთ დასაბუთების უნარი.
პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდანა და გამოცდილება გამოიყენონ  ცხოვრებაში.



პროექტის მდგრადობა:
პროექტი მდგრადია,რადგან მოსწავლეებს უვითარებას  ტოლერანტულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას ,ეხმარება საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში, ამიტომ პროექტის შემდგომ პერიოდში რეგულარულად მოხდება პროექტის თემაზე სამუშაო შეხვედრები, ჯგუფური დისკუსიები, ფილმების ჩვენება და მათი ანალიზი და . ., ვფიქრობ ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქისდა განათლებული  საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თემის შიანაარსი:
პროექტის პირველ ეტაპზე შევიკრიბეთ,მოსწავლეებს გავაცანით პროექტის მიზანი,დანიშნულება, დავგეგმეთ სათანადო აქტივობები..შემდეგ გავიხსენეთ შესწავლილი,  ლიტერტურული ნაწარმოებები :„სარჩობელაზედ“,“მარიტა“, „ეშმაკის ქვა“  და გავმართეთ დისკუსიია.
შემდეგ ეტაპზე,მოსწავლეები  დაიყვნენ ჯგუფებად და იმუშავეს თემებზე:ლიტერატურული ტექსტის დამუშავება/ანალიზი.საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.ქუჩის გამოკითხვა,შეხვდნენ ფსიქოლოგს სასარგებლო რჩევების მისაღებად, მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მოიძიეს სათანადო ინფორმაცია „ბრბოს ფსიქოლოგიის“ შესახებ.მიღებული მასალები დაახარისხეს,დაალაგეს შინაარსობრივად.მოგროვილ ინფორმაციას თავი მოუყარეს  პროგრამაში PowerPoint და ბოლოს მოამზადეს პრეზენტაცი, .სადაც მოწვეული ყავდათ სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები და მშობლები.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები.
 ინტერვიუერის მხრიდან უარი;
 ტექნოლოგიური პრობლემა;


სტანდარტი:
ქართ:X.3 აუდიტორიის წინაშე მოხსენებით  გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ:X.1.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასკოლო დისკუსიაში.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:
·        შეძლოს ტექნოლოგიური  თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;ინფორმაციის მოძიება დამუშავება და ანალიზი.
·        კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
·        იყოს კანონმორჩილი,ტოლერანტი მოქალაქე.
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
*მოსწავლეების შეკრება და აქტივობების დაგეგმვა.
*დისკუსიია მოწყობა.
*ინფორმაციის ,მოძიება ინტერნეტსივრცეში.
*ქუჩის გამოკითხვა.
*საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება/გავრცელება.
*ფსიქოლოგთან ვიზიტი.
*ფილმის ჩვენება/განხილვა.
*პრეზენტაციის მომზადება/ჩატარება.
დიფერენცირებული სწავლება:
სსსმ.  მოსწავლეს წინასწარ გავაცანი გეგმის შაბლონი,ვთხოვე მისთვის  სასურველი აქტივობის განხორციელება(ინტერნეტ სივრცეში სათანადო ილუსტრაციების მოძიება).
მაღალი აკადემიური
მოსწრების მოსწავლეები:
წავახალისებ მათ რათა სიღრმისეულად შესწავლონ საკითხი,აირჩიონ საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.

შეფასების გეგმა/ინსტრუმენტები:
პროექტის მსვლელობისას მონიტორინგს გავუწიე. მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობას, დავაკვირდი   თითოეული მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგ,რათა  სწორი მიმართულე მიმეცა მუშაობის პროცესათვის. საჭიროების შემთხვევაში მივ მათ დროული და კონსტრუქციული უკუკავშირი. პროექტის დასასრულებიშემდეგ მოსწავლეები შევაფასე  წინასწარ შედგენილი რუბრუკების მიხედვით,რომელსაც ქონდა განმავითარებელი ხასიათი.   გამოვიყენე მოსწავლეთთვითშეფასების  კითხვარი და პროექტის მინდინარეობის მონიტორინგის ცხრილი,რომელიც დაეხმარა მათ თავიანთი როლის შეფასებაში.  რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ  მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში, დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი მე, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, დამეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობის გაუმჯობესებაში. (შეფასების რუბრიკები იხილეთ დანართების სახით).
პროექტისთვის საჭირო მასალები:
ფოტოკამერა.
ომპიუტერი,
პროექტორი,
ინტერნეტკავშირი,
სხვადასხვა ლიტერატურული მასალები(გუსტავ ლებონი,ილია ჭავჭავაძე,გ.ლეონიძე.მ.ჯავახიშვილი და ა.შ)

ტექნოლოგიაპროგრამული უზრუნველყოფა:
ვორდის პროგრამა
PowerPoint–ის პროგრამა
სოც. ქსელების პროგრამა,
ინტერნეტძიება.
ფოტო/სურათების დამუშავება

პროექტის ბიუჯეტი:
 ოთახი შეხვედრებისათვის,                  სკოლის წილი
 კომპიუტერი,
პროექტორი,
საკანცელარიო მასალა.                              სკოლის წილი
სტუმრის მოწვევისათვის ხარჯები.            სკოლის წილი

ინტერნეტრესურსები:



                                                                                                                  
სხვა რესურსები:
ადამიანური რესურსები: მშობლები, საზოგადოება, პედაგოგები , ფსიქოლოგი,სოფლის ექიმი.



აქტივობების დროის ცხრილი:
N1ეტაპი 03.2018წელი
 პროექტის აქტივობები.

შესრულების დრო
N1.დისკუსია;ლიტ.ნაწარმოებების წაკითხვა.
     1.03-7.03.2018წელი
N2.ინფორმაციისა და მასალების მოძიება ინტერნეტ სივრცეში

16.03-21.03.2018წელი
N3.ქუჩის გამოკითხვა,ინტერვიუ სოფლის ექიმთან,კვლევა
22.03-26.03.2018წელი
N4.ბუკლეტების დამზადება
27.03-31.03.2018წელი



N2ეტაპი04.2018წელი
N1.მოსწავლეთა მიერ რესურსის მომზადება;მოძიებული ინფორმაციის გაცნობა-განხილვა.
2.04-5.04.2018წელი.
N2.ფსიქოლოგთან შეხვედრა.
12.04.2018წელი.
N3.მასალების განთავსება Pover point-ში.
16.04-25.04.2018წელი.
N4.პრეზენტაცია.
27.04.2018წელი.




  პროექტის შეფასება #1
#2 თვითშეფასების კითხვარი.
პროექტის შეფასების კითხვარი

მოსწავლის სახელი,გვარი-------------------------


1.როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა,ამ პროექტზე მუშაობით შენ რაიმე ახალი ისწავლე?

 ა) მე ძალიან ბევრი ახალი ვისწავლე

ბ) მე ნაკლებად ვისწავლე ახალი.

გ) მე არაფერი მისწავლია ახალი

2.ამ პროექტზე  მუშაობით  შენს  ჯგუფის  წევრებთან ურთიერთობა როგორ შეიცვალა?

ა) გახდა უკეთესი

ბ) დარჩა ისეთივე,როგორიც იყო

გ) ურთიერთობა გაუარესდა

3.შენთვის ნათელი იყო  შენი როლი ჯგუფის წინაშე?

ა) სრულიად ნათელი იყო

ბ) ნაკლებად ნათელი იყო

გ) სრულიად გაურკვეველი იყო

4.“მასწავლებელმა  მიჩვენა  გზა, როგორ  უნდა  მემუშავა პროექტზე“

ა) სრულიად ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები

5.ჩვენი პროექტის შედეგებით კმაყოფილი ვარ
ა) ვეთანხმები

ბ) ნაწილობრივ ვეთანხმები

გ) არ ვეთანხმები
განხორციელებული პროექტის რეფლექსია
მოსწავლეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით,მე-10 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით განვახორციელეთ პროექტი-„ჯანსაღი საზოგადოება ნათელი მომავალია“,ბავშვების მონდომებით,აქტიური ჩართულობით დასახულ მიხნებს მივაღწიეთ, პროექტის მსვლელობისას ვხელვმძღვანელობდი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, რომელზეც მორგებული გვქონდა პროექტის მიზნის შესაბამისი აქტივობები. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია,ერთობლივად შეთანხმდნენ და მოიფიქრეს პროექტის სათაური მოიძიეს სათანადო ლიტერატურა ინტერნეტ სივრცეში, ნახეს ფილმები, განიხილეს, იმსჯელეს, აიღეს ინტერვიუ სოფლის მოსახლეობაში ,ესაუბრნენ სკოლაში მოწვეულ ფსიქოლოგს, სოფლის ექიმს, ჩაატარეს სათანადო კვლევა, შეიმუშავეს ჯანსაღი საგოდაოებისათვის წესები, რის შემდგომაც დაამზადეს ბუკლეტები და დაარიგეს თემში. თავი მოუყარეს განხორციელებულ აქტივობებზე არსებულ სათანადო მასალებს და მოაწყვეს სასკოლო პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ:მოსწავლეები,მასწავლებლები, მშობლები. პრეზენტაციაზე შეაჯამეს პროექტის მუშაობა და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას,საინტერესო დისკუსია გამართეს აუდიტორიასთან. თემში ინტერვიუს აღებისას, რატომღაც მოსახლეობა თავს არიდებდა გამოკითხვას,ბრბოს ფსიქოლოგიის ჯანსაღი საზოგადოების შესახებ,თუმცა, აღმოჩნდენენ ისეთებიც, რომლებმაც ბავშვების შეკითხვებს  ძალიან საინტერესო პასუხები გასცეს. პროექტი ყველაზე წარმტებული იყო შეჯამების ფაზეა განხორციელებული აქტივობებით:ინფორმაციის მოძიება ინტენეტ სივრცეში, მოძიებული ინფორმაციის დახასრისხება, შენახვა,დამუშავება ელექტრონულ ფორმატში პრეზენტაციის მომზადება პროგრამაში:power point. ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ:თანამშრომლობის, დაგეგმვის,ორგანიზების, კვლევის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი , გაარკვიეს ჯანსაღი საზოგადოების როლი და დანიშნულება, ბრბოს ფსიქოლოგია, რატომ არ უნდა მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ, რისი ცოდნაა აუცილებელი დანაშაულის პრევენციისათვის და სხვა... პროექტის მსვლელობისას არ შექმნილა საჭიროება აქტივობების დამატების ან გეგმის მოდიფიცირების. მომდევნო პროქტზე მუშაობისას გავითვალისწინებ:წინაწარ მივცემ ფილმების ჩამონათვალს, რომელსაც სახლში უყურებენ დამოუკიებლად,რათა მსჯელობისას, დისკუსიის დროს, სათანადო არგუმენტებით გაამყარონ თავიანთი მოსაზრებები. ვეცდები, მოსწავლეებს განვახორციელებინო ისეთი აწტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს თემის მოსახლეობასთან დაახლოებას, მათ ჩართულობას მუშაობის პროცესში, თანამშრომლობით ურთიერთობების გაღრმავებას .





No comments:

Post a Comment