სასწავლო პროექტი


    ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება...''


 ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს’’


2. პროექტის მთავარი იდეა: დროთა ცვლა, ახალი მოვლენები, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობები მკვეთრად აისახება ენაზე, ხდება უცხო ენებიდან შემოსული სიტყვებისა და გამოთქმების დამკვიდრება, ქართული ენისათვის შეუფერებელი ტერმინების გამოყენება მაშინ, როცა გვერდით ქართული სიტყვები გვაქვს.
3. პროექტის აქტუალობა: მეტყველების გამოსწორება,  მოსწავლეებმა შეძლონ გამართულად საუბარი. ენის განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი საზოგადოებას მიუძღვის.  პროექტის დევიზია: ,,ენა საღვთო რამ არის, მას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს’’.
4. პროექტის მიზნები: ლექსიკის გაუმჯობესება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება, კვლევის  უნარ–ჩვევების განვითარება.  მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ადამიანების შემოქმედებას, ისწავლიან მათ გამონათქვამებს ენის შესახებ, გაითავისებენ რომ ენის დაცვა მათი ვალია,  ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა–პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება, თუ ამას არ ვუპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას’’ (ილია ჭავჭავაძე).
 საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაუფრთხილდეს ენას, დაიცვას მისი სიწმინდე, ისაუბროს გამართული ქართულით, არ გამოიყენოს ბარბარიზმები, რადგან: ,,ერის ცხოვრება,  მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით, რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას’’.
5. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
6. ვადები და ხანგრძლივობა: 10–14 დღე.  
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააუმჯობესებენ მეტყველებას; დააკვირდებიან ერთმანეთის საუბარს, მიუთითებენ შეცდომებზე, გააკეთებენ პლაკატებს, ჩაინიშნავენ იმ ბარბარიზმებს, რომელსაც იყენებენ მეტყველების დროს, გადაიღებენ  ფოტოსურათებს, მოამზადებენ სლაიდებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ფორმატის ფურცლები, ფერადი სტიკერები, ისტ–ი.
9. პროექტის მსვლელობა, (ძირითადი აქტივობები): პროექტის განხორციელების მიზნით მოხდება ჯგუფების დაკომპლექტება, დავალებების გადანაწილება, ინფორმაციის მოპოვება, მოსწავლეთა საუბარზე დაკვირვება, ჩანაწერების გაკეთება, ბუკლეტებისა და პლაკატების დამზადება, ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება სკოლაში.
შეიძლება გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა, ჯგუფებში მუშაობა, მიზნის დასახვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული–ინფორმაციის გაცნობა, ლიტერატურის მოძიება. (მსჯელობის, კვლევის უნარის განვითარება);
უცხო ენები – მოსწავლე მოიძიებს იმ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომელიც ბარბარიზმების სახით დამკვიდრდა ქართულ ენაში. (თარგმნის, დაახარისხებს, მოიძიებს ინფორმაციას)
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჟანა სიმონია.


12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტაjanasominia@gmail.com

No comments:

Post a Comment