მასწავლებელი ჟანა სიმონია
|
|
საგანი:ქართული
ენა და ლიტერატურა
|
დრო:45წთ
|
კლასი:მეშვიდე
|
მოსწავლე 11
|
სსსმ მოსწავლე
კლასში არ არის
|
|
თემა:ილია ჭავჭავაძე-,,კაცია ადამიანი’’
|
|
მიზანი: მოსწავლეები დააკვირდებიან პერსონაჟის ხატვის
ხერხებს,
შეძლებენ აღწერითი ტიპის ტექსტების გაანალიზებას, განუვითარდებათ: მსჯელობის, დაკვირვების,
მწერლის სათქმელის ამოცნობისა და სათაურის გააზრების უნარ- ჩვევა.
|
|
ე.ს.გ. შესაბამისობა- VII-7 . მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული
და არამხატვრული ტექსტის გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა
VII-11.მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
|
|
წინარე ცოდნა:
.მოსწავლეები ნაწილობრივ იცნობენ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას. შესწავლილი აქვთ სხვადასხვა სახის ნაწარმოებები.
|
|
გამოყენებული რესურსი:სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ილუსტრაციები,
წინასწარგამზადებული სქემები, მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი, მოსწავლის თვითშეფასების
სქემა
|
|
შეფასება;განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ყველა
აქტივობის შემდეგ მასწავლებელი აკეთებს
განმავითარებელ შეფასებას.გაკვეთილის ბოლოს კი განმსაზღვრელ შეფასებას.
|
გაკვეთილის მსვლელობა
#
|
აქტივობა
|
აქტივობის მიზანი
|
აქტივობის განხორციელება
|
1
|
.ორგანიზაციული
საკითხების მოგვარება
|
მოსწავლეთა დასწრების
აღრიცხვა,გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა
|
2წთ
მთელი კლასი
საკლასო ჟურნალში
ვაფიქსირებ მოსწავლეთა აღრიცხვას, მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა
და შეფასების რუბრიკებს
|
2
|
-საშინაო დავალების შემოწმება
( ლექსიკონის შედგენა)
|
ორ და მეტმნიშვნელობიან
სიტყვებზე დაკვირვებით მოსწავლეები შეძლებენ სახელმძღვანე-ლოში მოცემულ ცხრილში არსებული
სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირებას
|
2წ
მთელი კლასი
რამდენიმე მოსწავლეს
ვაკითხებ დავალებას, სხვები ამოწმებენ.
ვაძლევ მათ განმავითარებელ შეფასებას)
|
3
4
|
კომპიუტერის საშუალებით ავტორის სიტყვების მოსმენა
კითხვა- პასუხი |
ავტორის სიტყვების
მოსმენის შემდეგ მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რატომ დაგვიწერა ილია ჭავჭავაძემ „კაცია
ადამიანი?!“ რა იყო ამის მოზეზი?
კითხვებზე პასუხის
გაცემით მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების
გააზრებას, გაანალიზებას, ამოიცნობენ მთავარ სათქმელს, იმსჯელებენ პერსონაჟის ხატვის
ხერხებზე, გაიაზრებენ სათაურს
|
4 წთ
მთელი კლასი
კომპიუტერის
გამოყენებამდე, პროვოცირების მიზნით, მოსწავლეებს ვევკითხები: რა
არის სარკე, რისთვის იყენებენ მას ადამიანები?(მოსწავლეები მპასუხობენ შეკითხვაზე)
ამის შემდეგ ვასმენინებ ავტორის
სიტყვებს და ვეკითხები:
რატომ უწოდებს ავტორი ნაწარმოებს სარკეს? (მოსწავლეები
გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს)
ვაძლევ მათ სათანადო განმავითარებელ შეფასებას
8 წთ
მთელი კლასი
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ
შემდეგი სახის შეკითხვებს:
1)შეგიძლიათ თუ
არა ადამიანი დაახასიათოთ თავისი საცხოვრებლის მიხედვით?
2)როგორ ფიქრობთ,
შეიძლება თუ არა ადამიანის გარეგნობაში მისი ხასიათიც ჩანდეს?
3)პირველი თავი
ამ სიტყვებით იწყება: ,, კარგი რამ იყო თავად ლუარსაბ თათქარიძის სახლ - კარი’’,
რა მნიშვნელობით არის აქ სიტყვა კარგი გამოყენებული? რა ქვია ასეთ ნათქვამს?
4)მწერალმა ჯერ
ლუარსაბის სახლ -კარი აღწერა, შემდეგ მისი გარეგნობა და ბოლოს აამეტყველა კიდეც,
როგორ ფიქრობთ რატომ მოიქცა ასე და როგორ ადამიანად წარმოგვიდგება ლუარსაბი?
5)როგორ ზრუნავს
ის მამულზე და ყმების მოვლა პატრონობაზე?
6) რას იტყვით დარეჯანზე, როგორ ახასიათებს მას ავტორი? რა განასხვავებს
მას ლუარსაბისაგან?
7)მოთხრობის პერსონაჟთა
ერთფეროვან ცხოვრებაში პირველად იჩენს თავს მღელვარება, რაზე კამათობენ ლუარსაბი
და დარეჯანი?
|
|
|
|
8)როგორ აფასებს
ავტორი თავისი პერსონაჟების ცხოვრებას?
9)როგორ აფასებს ლუარსაბი თავის ცხოვრებას?
10) როგორ აფასებთ
ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრებას თქვენ?
11) როგორ გესმით სიტყვა „თათქარიძობა“
12)თქვენი აზრით
არსებობენ თუ არა დღეს თათქარიძეები,რას ურჩევდით მათ?
13)გავიაზროთ ავტორის სიტყვები , რომლითაც მიმართავს ლუარსაბს,, შენ ცხოვრობ-რომ სვა და
სჭამო, და არა იმისთის ჭამ და სვამ რომ იცხოვრო, ესე იგი ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის,
შენც იყო სრული“
კითხვა- პასუხის შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ
განმავითარებელ შეფასებას
|
5
|
ტექსტზე მუშაობა
|
-
ტექსტზე მუშაობისას
მოსწავლეები შეძლებენ
ირონიული დამოკიდებულების
გამომხატველი მაგალითების ამოწერას ტექსტიდან
|
5 წთ
ჯგუფები
შერჩევითობის
პრინციპით ვაჯგუფებ მოსწავლეებს და ვაძლევ მათ სათანადო დავალებას,1) პირველ ჯგუფს
ვავალებ ნაწარმოების პირველი თავიდან ამოიწერონ ავტორის ირონიული დამოკიდებულების
მაგალითები პერსონაჟების მიმართ 2) მეორე
ჯგუფს ვავალებ მეორე თავიდან ამოიწერონ ირონიული
დამოკიდებულების მაგალითები სახლ-კარის მიმართ
მონიტორინგს ვუწევ ორივე ჯგუფის მუშაობას
4 წთ
პრეზენტაცია
პრეზენტატორები
აკეთებენ პრეზენტაციას და ამის შემდგომ ვაძლევ მათ სათანადო შეფასებას
|
6
|
გმირის რუკაზე მუშაობა
|
გმირის რუკაზე
მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ
ნაწარმოების მოქმედი
გმირების დახასიათებას, თვისებების, ხასიათების ამოცნობას
|
5 წთ
ჯგუფები
ჯგუფებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ ფორმატებს,
ერთ ჯგუფს ლუარსაბის დახასიათებას ვთხოვ, ხოლო მეორე ჯგუფს-დარეჯანის.ვაძლევ მათ
სათანადო მითითებებს, ვახორციელებ მონიტორინგს თითოეულ ჯგუფთან
4 წთ
პრეზენტაცია
მოსწავლეთა მიერ
შერჩეული პრეზენტატორები აკეთებენ პრეზენტაციას, ვაძლევ მათ სათანადო შეფასებას
|
7
|
ტექსტზე მუშაობა
|
შესაბამისობის დავალების შესრულებით მოსწავლეები შეძლებენ
ტექსტში არსებული ზედსართავი სახელები შეუსაბამონ შესაფერის არსებით სახელებს
|
2 წთ
ინდივიდუალური
თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ შესაბამისობის
დავალებას, ერთ სვეტში ჩამოწერილი ზედსართავი სახელები უნდა შეუსაბამონ მეორე სვეტში
ჩამოწერილ არსებით სახელებს,
2წთ
პრეზენტაცია
დავალების შემოწმების შემდეგ , ვაძლევ მათ განმავითარებელ
შეფასებას
|
8
|
ასოციაციურ რუკაზე მუშაობა
|
ნაწარმოების მთავარი
გმირის თვისებებზე დაყრდნობით მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ ტექსტის სათაური-,,კაცია
ადამიანი?!’’
|
4 წთ
მთელი კლასი
ასოციაციური რუკის
დახაზვამდე, სათაურის გააზრების მიზნით, მოსწავლეებს ვეკითხები: როგორ ფიქრობთ, შესწავლილიდან
გამომდინარე, არის თუ არა ყველა კაცი ადამიანი?
შემდეგ დაფაზე
ვხაზავ ასოციაციურ რუკას-
ვინ არის ნამდვილი კაცი? და ვსთხოვ მოსწავლეებს
დახმარებას, მოსწავლეები მკარნახობენ საკუთარ მოსაზრებებს, შეაჯამებენ გაკვეთილს,
ისაუბრებენ იმაზე, რომ ყველა კაცი ადამიანი ნამდვილად არ არის
|
9
|
საშინაო დავალება
|
წერითი დავალების შესრულებით მოსწავლეები შეძლებენ
ნაწარმოების გააზრებას , საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას მთავარი სათქმელის
მიმართ
|
2 წთ
მთელი კლასი
მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ თავისუფალ თემას
„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“
(ვაძლევ მათ სათანადო მითითებას)
|
10
|
შეფასება-
|
განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასებით შევძლებ განვსაზღვრო მოსწავლეთა მიღწევის დონეები.
|
1 წთ
მოსწავლეთა შეფასებისათვის
გამოვიყენებ გაკვეთილზე ჩართულობისა და
პრეზენტაციის
რუბრიკას
|
რეფლექსია
2018 წლის 3 აპრილს მე-7 კლასში ჩავატარე შიდა
დაკვირვების ჯგუფის მიერ შესაფასებელი გაკვეთილი თემაზე,, კაცია-ადამიანი?! (შემაჯამაბელი გაკვეთილი)გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა ე.ს.გ მისაღწევ შედეგს. ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით,
შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია, მოსწავლეებმა შეძლეს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების
რეალიზება. აქტივობები დაგეგმილი მქონდა მიზნის შესაბიმისად, გამოვყოფ გაკვეთილის რამდენიმე
ძლიერ მხარეს, რომელსაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა.
ბავშვებმა განსაკუთრებით იაქტიურეს მეოთხე და მერვე აქტივობაზე.
კითხვა-პასუხსა და გმირის რუკაზე, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარა ტექსტის კარგად გააზრებასა
და პერსოსონაჟებზე დაკვირვებაში. არ დამჭირვებია გეგმის მოდიფიცირება.გაკვეთილი თავიდან
ბოლომდე წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობისას გამოიკვეთა ხარვეზები,
საწყისი აქტივობის განხორციელებისას, მოსწავლეებს არ მივეცი სათანადო განმავითარებელი შეფასება, რომელიც გამოვასწორე მომდევნო აქტივობებზე. გაკვეთილის ბოლოს დამჭირდა 2წუთის დამატება.
მომავალში,მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისას, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ გაკვეთილზე
მიღებულ გამოცდილებას, კერძოდ, ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეთა განმავითარებელ
შეფასებასა და დროზე,ამასთანავე, გავითვალისწინებ თქვენ მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.
No comments:
Post a Comment